• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოპერატორი
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
ბოლო ვადა: 2023/02/23
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 163 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისი"საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო  ბრენდების  DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

 

კომპანია „ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის  პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40;

სამუშაო გრაფიკი: 09:00 – 18:00 ან 18:00 – 23:00 (კვირა მონაცვლეობით);

 

მოვალეობები:

 

** შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში შეკვეთების მიღება/დამუშავება;

** შეკვეთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება/დამუშავება/კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

** rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;

** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

  მოთხოვნები:

 

**  პასუხისმგებლობის  გრძნობა;

** პუნქტუალურობა;

**  ორგანიზებულობა.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@gfs.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - “ ოპერატორი“რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

 

კომპანია ფუდსერვისში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ფუდსერვისის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.  

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა