• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ბაიკლენდი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2023/02/19
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 381 -ჯერ

კომპანია:

შპს ბაიკლენდი

ადგილმდებარეობა:

თბილისი

თანამდებობა:

გაყიდვების მენეჯერი

 

შპს "ბაიკლენდი" მოტობიზნესში დღეს-დღეობით  ყველაზე მზარდი და წარმატებული კომპანიაა სამხრეთ კავკასიის რეიონში. იგი ბაზარზე წარმოდგენილია 2014 წლიდან და არის მოტო ტექნიკის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერი, როგორებიცაა: INDIAN, MV AGUSTA, BENELLI, KEEWAY, QOODER, ITALJET, KAYO, RIEJU, TGB,  და ა.შ.

"ბაიკლენდი“ მომხმარებლებს სთავაზობს მოტოციკლეტების, კვადროციკლების, სკუტერების და ასევე სრული ეკიპირების, აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მოტო-ტექნიკის მიმართულებით.

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** შოუ რუმში მოსული ვიზიტორებისათვის ტექნიკის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა / დემონსტრირება და გაყიდვების უზრუნველყოფა.

** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისათვის ინვოისების მომზადება, მათ შორის საბანკო განვადებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება.

** გაყიდულ პროდუქციაზე საგარანტიო ხელშეკრულებების მომზადება და გარანტიაზე მყოფი პროდუქციის აღრიცხვის წარმოება.

** შესაბამისი რეპორტების წარმოება.

** მენეჯმენტისათვის გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა.

** კორპორატიულ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია.

** ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

                        

კომპეტენცია და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** დეტალებზე ორიენტირებულობა

** ორგანიზებულობა

** პუნქტუალურობა

** შედეგებზე ორიენტირებულობა

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა

**გუნდური მუშაობის უნარი

 

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + კონკურენტული საბონუსე სისტემა;

** სამუშაო გრაფიკი: სრული;

** კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ  პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bikeland.ge 

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “გაყიდვების მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.  

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა