• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ჰესების ელ. რემონტების განყოფილების ელ.მონტიორი
დამსაქმებელი: ენერგო პრო ჯორჯია
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2023/01/25
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 52 -ჯერ

 

პოზიციის დასახელება: ჰესების ელ. რემონტების განყოფილების ელ.მონტიორი

კომპანია: სს ეპ ჯორჯია გენერაცია”

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, თბილისი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:  25 იანვარი, 2023 წ.

 

სს “ეპ ჯორჯია გენერაცია” აცხადებს კონკურსს ჰესების ელ. რემონტების განყოფილების ელ.მონტიორის პოზიციაზე

 

 

    მოვალეობები და ვალდებულებები:

** ელ.დანადგარების და მოწყობილობების სარელეო დაცვისა და ავტომატიკის მუშაობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ელექტროტექნიკური საამქროს უფროსს ან ელექტროტექნიკური ლაბორატორიის ინჟინერს, სათანადო ზომების მისაღებად.

** ელექტრო დანადგარ–მოწყობილობებში მუშაობის დროს დაიცვას უსაფრთხოების ტექნიკის, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური ექსპლუატაციის წესები.

** ასრულებს ინჟინერ–ენერგეტიკოსის დავალებებს ელექტროტექნიკური მოწყობილობების მიმდინარე ექსპლუატაციაზე, შეკეთების და ასევე ავარიული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში მისი აღმოფხვრის დროს.

** საჭიროების შემთვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის

 

    მოთხოვნები:

 

** საშუალო ტექნიკური განათლება  (ელექტრული)

** სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

** გუნდური მუშაობის უნარი;

 

 

 

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე:  vacancy@energo-pro.ge   ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე:   http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/   2023 წლის 25 იანვრის  ჩათვლით.

 

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

 

დაკავშირებამოხდება მხოლოდ შერჩეულ,კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა