• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრისეილერი
დამსაქმებელი: ნიკორა
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2023/02/11
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 170 -ჯერ

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge  

 

 

სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანიაშპს“პარტნიორი აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე ჰორეკა მიმართულებით პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება;

** ახალი სავაჭრო ობიექტის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და შესათავაზებელი პირობების შესახებ შეთანხმება;

** კომპანიის ინტერესების დაცვით ობიექტების მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება;

** შეთანხმების შემთხვევაში ადგილზე მაცივრებისა და თაროების მოძიება;

** საჭიროებისამებრ ობიექტზე მაცივრების მიტანა (დისტრიბუციის ხელმძღვანელთან შეთანხმების საფუძველზე);

** შეკვეთის მიღება და პოკეტში ჩანიშვნა.

** შეთანხმებული კონსიგნაციების დროში განსაზღვრა;

** ობიექტების შემოვლის შედეგად ხელზე მიღებული თანხების ბანკში/ოფისში მიტანა;

** პრობლემის შემთხვევაში მიზეზების დადგენა და აღმოფხვრის უზრუნველყოფა;

** ნაშთების კონტროლი;

** შეკვეთების დროულად მიტანის კონტროლი;

** პროდუქციის სწორად განლაგების და პოზიციონირების კონტროლი;

** ვალების კონტროლი და ამოღების უზრუნველყოფა.

** ახალი თანამშრომლის სწავლებისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება;

** საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);

** Microsoft Office (Word - კარგად, Excel - კარგად);

** აუცილებელია, ჰორეკა მიმართულებით, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია;

** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;

 


პიროვნული თვისებები და უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;

** გუნდის მართვის უნარი;

** ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;

** სწრაფი ადაპტაციის უნარი;

** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;

** სისწრაფე და მოქნილობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

პირობები:

გრაფიკი: კვირიდან ორშაბათის ჩათვლით

მდებარება: ფეიქრების ქუჩა #64

ანაზღაურება: გამომუშავებით 1500-2000 ლარი

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge   

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 11 თებერვალი.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა