• https://charte.ge/

ავტორი

ნიკორა

tel: +995 595 11 92 93, 598 16 77 64
mail: jobs@nikora.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წარმოების თანამშრომელი
დამსაქმებელი: ნიკორა
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2023/02/11
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 448 -ჯერ

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge  

 

სს „ნიკორას“  შვილობილი  კომპანია  შპს „ნიკორა“ აცხადებს  ვაკანსიას წარმოების  თანამშრომლის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო რაოდენობის ნედლეულის მიღება, აწონვა და პროგრამაში ასახვა;

** შესაბამის დანადგართან მუშაობა და ნედლეულის მომზადება წარმოების შემდგომი ეტაპისთვის;

** მუშაობის პროცესში რეცეპტურის მკაცრად დაცვა;

** სასწორების გამართულად მუშაობის კონტროლი;

** ტექნოლოგიური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;

** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ფიზიკურად მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის გრძნობა;

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

 

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ცვლებში

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი

** კვებასა და ღამის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.ასევედამატებით თანამშრომელს გადაეცემა  250 ლარიანი ახალი სატრანსპორტო/სამგზავრო ბარათი.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge   ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 595 11 92 93, 598 16 77 64

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა