• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტინგის მენეჯერი
დამსაქმებელი: ინტელ ექსპრესი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2023/02/05
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 267 -ჯერ

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელექსპრესი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე სათავო ოფისში.

მის: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა.“


სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 19:00 (კვირაში 5 დღე)

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)

ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა  / ულიმიტო სასაუბრო დრო

საზღვარგარეთ მივლინებების სრული ანაზღაურება

1 წლიანი თანამშრომლობის შემდგომ, ანაზღაურების 25%-იანი ზრდა და კვარტლურ შედეგებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემის გააქტიურება 

საქმიანობის აღწერა:

**  ინტელექსპრესის მარკეტინგის სამსახურის ფორმირება, პროცესების სინქრონიზაცია და შესაბამისი კადრებით დაკომპლექტებაში აქტიური მონაწილეობა (დიჯიტალ მარკეტინგის სპეციალისტი, ანალიტიკოსი);
** მენეჯმენტთან ერთად, მარკეტინგული სტრატეგიების განსაზღვრა, short and long term მარკეტინგული გეგმები;
** ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე კომპანიის პოზიციონირება და კონკურენტებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება;
** სარეკლამო და PR პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
** Digital & Social მარკეტინგის სტრატეგია და კონტროლი;

** კომპანიების ვებ-გვერდების გამართვაში აქტიური მონაწილეობა, შესაბამისი რეკომენდაციები;
** CRM-ის დანერგვა/გამართვა, გუნდთან ერთად;
** სააქციო ან კომპლექსური პროდუქტების, კამპანიების, აქციების, აქტივობების წარმოება, შესაბამისი ბიუჯეტების განსაზღვრა და კონტროლი;
** სხვადასხვა ტიპის კვლევების წარმოება;
** პროდუქტების სტიმულირებისა და სარეალიზაციო არხების ძიების შესაბამისი საქმიანი ურთიერთობების წარმოება ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან;
** Management-თან პერიოდული რეპორტინგი სხვადახვა ასპექტების შესაბამისად;

** პროდუქტების განვთარებაში ჩართულობა;

** მარკეტინგული გუნდის KPI-ების განსაზღვრა მენეჯმენტთან ერთად;

** ბრენდისა და კონკრეტული პროდუქტების ცნობადობის ზრდა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის სფეროში;

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ, 3 წელი;

** უცხო ენებისა (ინგლისური, რუსული) და საოფისე პროგრამების მაღალი დონის ცოდნა;

** სასურველია, ფინანსურ სფეროში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** მაღალი დონის ანალიტიკური უნარები;

** გამართული მათემატიკური აზროვნება;

** პროცესების მიმართ ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა;

** ეფექტური საკომუნიკაციო და მოლაპარაკების წარმოების უნარები;

** შედეგსა და სამუშაოს ხარისხზე ორიენტირებულობა;

** ვადების კონტროლი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ მონაცემები მისამართზე vacancy@intelexpress.ge 2023 წლის 5 თებერვლამდე, სათაურით „მარკეტინგის მენეჯერი.“

 

კომპანია ინტელექსპრესი გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა