• https://charte.ge/

ავტორი

კლინიკა "ოსტეოპათიური ცენტრი"

mail: L.ardazishvili@hotmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
SMM მენეჯერი
დამსაქმებელი: კლინიკა "ოსტეოპათიური ცენტრი"
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2023/02/04
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: არასრული
ნანახია: 278 -ჯერ

კლინიკა "ოსტეოპათიური ცენტრი" (www.osteo.ge) აცხადებს ვაკანსიას SMM მენეჯერის თანამდებობაზე.

განაკვეთი: 5/2 დღეში 4 საათი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე, ლ. მიქელაძის ქუჩა.


ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის (კლინიკის) სოციალური მედიის და ციფრული პლატფორმების (Facebook, Instagram, Youtube, Linkdin, Google ads) შესწავლა, ანალიზი, სამოქმედო გეგმის დასახვა, იმპლემენტაცია და მართვა;

** მასალების მომზადება, რედაქტირების ინსტრუმენტების ფლობა, განთავსება: Reels, Stories, მცირე ვიდეო-რგოლები, Live, ფოტო-კოლაჟი და სხვა.

** ტექსტური, გრაფიკული და ვიდეო კონტენტის შეგროვება და ფორმირება; სარეკლამო ტექსტების დაწერა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე; პოსტის აუდიტორიის შერჩევა, ბიუჯეტის ოპტიმალურად გადანაწილება;

** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, შესწავლა; შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად აუდიტორიის ზრდის უზრუნველყოფა, მონიტორინგი.

** ონლაინ მარკეტინგის არხებით მუშაობა; SEO-ს, საკვანძო სიტყვის, ძიებისა და Google Analytics-ის სერვისის გამოყენების კარგი ცოდნა;

** საჭირო კონტენტის შეგროვება და ფორმირება; სარეკლამო ტექსტების დაწერა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე; პოსტის აუდიტორიის შერჩევა, ბიუჯეტის ოპტიმალურად გადანაწილება;

** გზავნილების ეფექტურად ჩამოყალიბება, დაწერა და განთავსება; ახალი მიდგომების, ტექნიკებისა და ინსტრუმენტების მოძიება, დანერგვა და განვითარება;

** მუშაობის შედეგების ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიზი და ანგარიშგება;

** ბაზრის კვლევა, კონკურენტების მონიტორინგი.

 

ძირითადი მოთხოვნები:

** SMM-ში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** ადმინისტრირების, სპონსორინგის და სხვა ინსტრუმენტების გამოცდილება და კარგი ცოდნა;
** ვებ ანალიტიკის სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

** გრაფიკულ დიზაინზე მუშაობა;
** კომპანიის ბრედბუქისა და ღირებულებების დაცვა.


საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობა;
** ანალიტიკური აზროვნება, კრეატიულობა;
** ორგანიზებულობა;

** თვითდისციპლინა.

 

* ანაზაურება - ფიქსირებული + ბონუსი მუშაობის შედეგების შესაბამისად.

* შესასრულებელი იქნება სატესტო დავალება.

* გამოაგზავნეთ რეზიუმე (ფოტოსურათით) და აუცილებლად - პორტფოლიო (!) მისამართზე: L.ardazishvili@hotmail.com

 

 

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა