• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
აფთიაქის ქსელების მენეჯერის
დამსაქმებელი: იბერიფარმა+
კატეგორია: TOP მენეჯმენტი,
ბოლო ვადა: 2023/01/06
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 295 -ჯერ

შპს "Iberi +" "Iberipharm+" 1999 წლიდან მოღვაწეობს ფარმაციის დარგში, კომპანიას აქვს საბითუმო ბაზა და მზარდი სააფთიაქო ქსელი, რომელიც მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს.

ფარმაცევტული კომპანია "იბერიფარმა +" აცხადებს ვაკანსიას აფთიაქის ქსელების მენეჯერის პოზიციაზე!

გრაფიკი: ორშაბათ-პარასკევი 10:00-18:00 სთ.

მისამართი: თამარ მეფის გამზ.26



ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
** მონაცემების პროგრამულად ასახვის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა და კონტროლი;
** ნაშთების კონტროლი;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** შეიმუშაოს განვითარების გეგმა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ფარმაციის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ფარმაცევტული კომპანიის მენეჯმენტში;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია დიდ მოცულობის სამუშაოს მართვის გამოცდილება;
** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული.

პიროვნული თვისებები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტად აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: n.cheishvili@iberiplus.gehr@iberiplus.ge

ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა