• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მხერხავი, ავეჯის ამწყობი-მემონტაჟე
დამსაქმებელი: ოპ-არტი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/12/07
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 353 -ჯერ

კომპანია "ოპ-არტი"-ს გააჩნია საქართველოში ავეჯის და ოთახს შორისი კარების წარმოების წარმატებული ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება! მისი ბიზნეს საქმიანობის შედეგი გახლავთ მაღალი ხარისხი+მაღალი პასუხისმგებლობა! კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

ავეჯის საწარმო "ოპ-არტი" აცხადებს ვაკანსიას სხვადასხვა პოზიციაზე:

1. მხერხავი (სასურველია მცირედი გამოცდილება);
2. ავეჯის ამწყობი-მემონტაჟე.

მდებარეობა: თბილისი/ნატახტარი.

ძირითადი ფუნქციები:

** ავეჯის აწყობა-მონტაჟის პროცესში მონაწილეობა;
** მემონტაჟის დახმარება მისივე მითითების შესაბამისად;
** პროგრამულ ხერხთან მუშაობა;
** მითითებული ნახაზის მიხედვით დანადგარის მართვა.

მოთხოვნები:

** სასურველია მითითებულ პოზიციებზე მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
** საქმისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ ანაზღაურებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი/შაბათი - 10:00-19:00.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად განიხილება ინდივიდუალურად.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 599027567, ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: s.gogeshvili@op-art.ge

გისურვეთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა