მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ინტელექსპრესი’’,ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე სათავო ოფისში.
მისამართი : თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა.“
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი / 10:00-19:00
ანაზღაურება : ფიქსირებული
ბენეფიტი: წლიური პრემია / ჯანმრთელობის დაზღვევა
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
საქმიანობის აღწერა:
** მომხმარებელთა მხარდაჭერის უზრუნველყოფის (customer support) შესაბამისი პროცედურების მართვა ყოველდღიურ რეჟიმში;
** სატელეფონო მომსახურების სტანდარტების შემუშავება, დანერგვა, მონიტორინგი;
** შემომავალი და გამავალი ზარების სეგმენტაცია, საქმიანი ოპერაციების სინქრონიზაცია;
** არსებული და ახალი კადრებით განყოფილების დაკომპლექტება, საქმის ეფექტური გადანაწილება;
** კადრების კვალიფიკაციის ამაღლების შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფაში აქტიური მონაწილეობა;
** შემომავალი და გამავალი ზარების მონიტორინგი, ანალიზი, პერიოდული რეპორტინგი;
** ზარების პერიოდული ანალიზის მიხედვით, ინიციატივების გამოკვეთა, საქმიანი წინადადებების მომზადება;
** საოპერაციო განყოფილებასა სხვა დეპარტამენტებთან აქტიური კოორდინაცია;
** კომპანიის ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** სატელეფონო მომსახურების სფეროში, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის, მინიმუმ, 3 წელი;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი);
** გუნდის დაკომპლექტებისა და მართვის გამოცდილება;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** საქმიანი ურთიერთობების წარმოების გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება სამუშაო პროცესში პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის გამოცდილებს მქონე კანდიდატებს.
უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი;
** დეტალებზე აქცენტირება;
** ორგანიზებულობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი;
** ყურადღებიანობა, ოპერატიულობა, შედეგზე ორიენტაცია;
** მენეჯერული უნარები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი მონაცემები მისამართზე: vacancy@intelexpress.ge 2022 წლის 30 დეკემბრამდე.
კომპანია ,,ინტელექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებას!