• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერი
დამსაქმებელი: ჯეოასისტანსი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/12/29
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 253 -ჯერ

სამედიცინო კომპანია ჯეოასისტანსი აცხადებს ვაკანსიას „ სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერის“ პოზიციაზე

 

სამუშაო განაკვეთი: სრული 09:00-18:00 სთ
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი

 

მოვალეობები:

სამედიცინო შემთხვევის მიღება

პაციენტთან კომუნიკაცია

სამეციცინო დაწესებულებებთან კომუნიკცია

სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნა და მომწოდებელთან გაგზავნა ინგლისურ ენაზე

 

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია - ზოგადი სამედიცინო განათლება
** სამედიცინო სფეროში ან სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია Excel-ის და საოფისე პროგრამების  დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა.

 

პიროვნული უნარები:

** ლიდერული თვისებები; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გამართული მეტყველება;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა; გუნდის მართვის უნარი;
** სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვის და შემთხვევების ანალიზის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) - ფოტოსურათით, ელმისამართზე: K.grdzelidze@geoassistance.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.


თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა