• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი
დამსაქმებელი: ინტელ ექსპრესი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/12/27
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 262 -ჯერ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ინტელექსპრესი’’,ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ეძებს გუნდის ახალ წევრს  დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, აეროპორტის ფილიალებში.

 

თუ ხართ კომუნიკაბელური, სამომხმარებლო დონეზე ფლობთ ინგლისურ ენას და ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის სასიამოვნო პროცესია, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები მეილზე: vacancy@intelexpress.ge  2022 წლის 29 დეკემბრამდე. გთხოვთ,სათაურის ველში მიუთითეთ ,,დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი აეროპორტი’’.

ჩვენ დაგახვედრებთ მეგობრულ გარემოს, სრულ საკვალიფიკაციო კურსს,ხოლო საჩუქრად გადმოგცემთ ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ პაკეტს .

სამუშაო ცვლები:

       დღის ცვლა : 12 საათიანი (09:00-21:00);

        ღამის ცვლა : 12 საათიანი (21:00-09:00)

 

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი ;

** ღამის ცვლის შემდეგ 48 საათი დასვენება ;

** ცვლების გადაცვლის შესაძლებლობა ;

 

ანაზღაურება - დღიური, ირიცხება 2 კვირაში ერთხელ. დამატებით სხვადასხვა ბონუსები,შედეგებიდან გამომდინარე.

სამუშაოს აღწერილობა :

** ფულადი გზავნილების მომსახურება ;

** ნაღდი კონვერტაციები ;

** სალომბარდე,კომუნალური და სხვა გადახდების წარმოება ;

 

კლიენტსერვისსა და ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს შერჩევისას მიენიჭებათ  მცირე უპირატესობა.

განვიხილავთ ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

 

 


,,ინტელექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა