• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლუდის ჩამომსხმელი/გამყიდველი
დამსაქმებელი: ზღვა ლუდი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2022/12/24
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 396 -ჯერ

სპეციალიზირებული ჩამოსასხმელი ლუდის მაღაზია „ზღვა ლუდი“აცხადებს ვაკანსიას ლუდის ჩამომსხმელი/გამყიდველისპოზიციაზე ქ. თბილისში შემდეგ ფილიალებში:

დიდი დიღომი,მირიან მეფის #11

ვაკე-საბურთალო,კანდელაკის #59

ვარკეთილი,ვ.კუპრაძის #74

გლდანი,ო.ხიზანიშვილის #69

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;

** მზარდი ბიზნესი;

** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;

** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;

 

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება:  ჯამური საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება (ხელფასი + ბონუსი)  800 –1200 ლარი.

** სამუშაო გრაფიკი - მცოცავი ცვლები, 8 საათიანი სამუშაო ცვლა დღის მანძილზე.

** სამუშაო ადგილი-თბილისი.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;

** პროდუქციის გაყიდვა;

** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

** კომუნიკაბელურობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;

** ორგანიზებულობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად  გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgvaludi.ge    და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ლუდის ჩამომსხმელი/გამყიდველი - თბილისი,სასურველი ფილიალი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა