• https://charte.ge/

ავტორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

mail: vacancy@iliauni.edu.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარის ასისტენტი
დამსაქმებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2022/12/17
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 318 -ჯერ

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს უნივერსიტეტის სასადილოში „უნიფუდი“ მოლარის ასისტენტის  ვაკანსიას.

 

 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მზა კერძების აწონვა და მომხმარებელზე მიწოდება. ცხელი სასმელების მომზადება.

** გაყიდვის წერტილზე ფულადი თანხის კონტროლი.

** ფურშეტების, ყავის შესვენების და უნივერსიტეტის ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;

** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი; 

** დროის მართვის უნარი;

** ემოციების მართვის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

 

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჭავჭავაძის გამზ. N32.

** სამუშაო გრაფიკი: სრული ან არასრული შეთანხმების შესაბამისად.

 

კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად: 

 

  1.          წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა
  2.          გასაუბრება 

 

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს: 

 

1. პირადობის მოწმობის ასლი

2. რეზიუმე (CV)

 ** ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 30 ნოემბრისჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „მოლარის ასისტენტი“

** კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

 

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა