• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მონაცემთა ანალიტიკოსი
დამსაქმებელი: ინტელ ექსპრესი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/12/09
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 271 -ჯერ

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელექსპრესი აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე სათავო ოფისში, მის: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა.“

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი / 10:00-19:00

ანაზღაურება: ფიქსირებული

ბენეფიტი: წლიური პრემია / ჯანმრთელობის დაზღვევა

გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი)

 

 

საქმიანობის აღწერა:

** მონაცემთა ბაზების დამუშავება და მათი ანალიზი, როგორც დიაგნოსტიკურ, ასევე საპროგნოზო ჭრილში;

** მონაცემთა ვიზუალიზაცია და შესაბამისი პერიოდული რეპორტების წარმოება;

** რეპორტინგისა და ანალიტიკის პროცესებში აქტიური ჩართულობა და პერსპექტივაში ალტერნატიული გზების მოძიება, სამუშაო გუნდთან ერთად.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

** მაღალგანვითარებული ლოგიკური და ანალიტიკური უნარები;

** MS Office / Excel - ის მაღალი დონის ცოდნა;

** Microsoft Power BI-სა და SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** მაღალი პასუხისმგებლობა;

** დეტალებზე აქცენტირებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარები.

 

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტს ტექნიკური უნარების განსასაზღვრად.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ მონაცემები მისამართზე: vacancy@intelexpress.ge 2022 წლის 10 დეკემბრამდე.

 

კომპანია ინტელექსპრესი გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა