• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის უცხოენოვანი ოპერატორი
დამსაქმებელი: ინტელ ექსპრესი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2022/12/06
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 102 -ჯერ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ინტელექსპრესი’’,ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ეძებს გუნდის ახალ წევრს  ქოლ-ცენტრის უცხოენოვანი ოპერატორის პოზიციაზე.

 

სამუშაო გარაფიკი :

** 7 საათიანი (09:00-16:00/16:00-23:00);

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი ;

** ცვლების გადაცვლის შესაძლებლობა ;

 

სამუშაო ადგილმდებარეობა :

** თბილისი,ჩუღურეთი,აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნესცენტრი ,,მოზაიკა’’

 

ძირითადი მოვალეობები :

 

** შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მომსახურება კლიენტთა მომსახურების დადგენილი სტანდარტების მიხედვით ;

** სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით შემოსული წერილობითი შეტყობინებების მომსახურება ;

** მომხმარებლის სრულყოფილი და კომპეტენტური ინფორმირება ორგანიზაციაში არსებულ პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით ;

** დისტანციური არხებით პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება ;

** პარტნიორ კომპანიებთან და შიდა ქსელის ოპერატორებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება ;

** სიახლეებთან დაკავშირებით დაინტერესებული მომხმარებლებისათვის სრულყოფილად და ამომწურავად ინფორმაციის მიწოდება.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური ან/და რუსული ენების საფუძვლიანი ცოდნა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

** საოფისე პროგრამების ცოდნა ;

** სასურველია ქართულ და უცხო ენებზე ოფიციალური მიმოწერის გამოცდილება;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.

 

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 4 დეკემბრამდე გამოგზავნეთ CV, შემდეგ მისამართზე: vacancy@intelexpress.ge 

სათაურის ველში მიუთითეთ „ქოლ-ცენტრის უცხოენოვანი ოპერატორი“ (სხვა შემთხვევაში, რეზიუმე ვერ განიხილება).

კომპანია „ინტელექსპრესი“ გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა