• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
UI/UX დიზაინერი
დამსაქმებელი: ინტელ ექსპრესი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/12/02
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 389 -ჯერ

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა „ინტელექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი UI/UX Designer-ის პოზიციაზე

სამუშაოს აღწერა:

შერჩეული კანდიდატი მულტიდისციპლინურ გუნდთან (პროდუქტის ოუნერებთან, დეველოპერებთან, ბიზნეს ანალიტიკოსებთან) ერთად პროექტების მართვის მეთოდოლოგიის - ეჯაილის (Agile) გამოყენებით, იმუშავებს მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების მქონე პროდუქტების შექმნაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

** Მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების შექმნა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის მანძილზე;

** პროდუქტის ანალიზი და მასზე მორგებული ინიციატივების გენერირება;

** გუნდთან ერთად კვლევის საჭიროებების განსაზღვრა, კვლევის მიგნებების და მომხმარებლის უკუკავშირის ანალიზი და მის საფუძველზე პროდუქტის მუდმივი გაუმჯობესება;

** High and low fidelity Wireframe-ების და პროტოტიპების მომზადება;

** დიზაინ სისტემის ბიბლიოთეკის კომპონენტების და მათი გამოყენების წესების შემუშავება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დიზაინ პორტფოლიო;

** მომხმარებლის ინტერფეისის და დიზაინ პრინციპების ცოდნა;

** Figma, XD, After effect, Principle, Abstract, Zeplin და სხვა მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;

** სასურველია Front-End პროგრამირების ენის საბაზისო ცოდნა - HTML5, CSS3;

** Გუნდურობა და კომუნიკაბელურობა.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ შესაბამისი მონაცემები მისამართზე: vacancy@intelexpress.ge 2022 წლის 3 დეკემბრამდე.

სამუშაო ადგილი: თბილისი. დავით აღმაშენებლის გამზირი, 61. ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა.“

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა