• https://charte.ge/

ავტორი

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი

tel: (+995 32) 2102781
mail: training@css.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდებში სერთიფიცირებული კურსის პროგრამა
დამსაქმებელი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/09/29
მდებარეობა: თბილისი
მიმაგრებული ფაილები: Attachment.rar

სწავლების სახე ტრენინგი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 514 -ჯერ

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი გთავაზობთ თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდებში სერთიფიცირებული კურსის პროგრამას.

განათლების სფეროში 10 წლიანი მუშაობის შედეგად სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა საკმაოდ დიდი გამოცდილება და ექსპერტიზა შეიძინა სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებაში. ამ წლების განმავლობაში CSS-მა განავითარა რამდენიმე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოამზადა სხვადასხვა კურსი და ტრენინგ მოდული.

აღნიშნულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი თავის მომსახურებას ახლა უკვე ფართო საზოგადოებას სთავაზობს.

სერთიფიცირებული კურსი გამიზნულია შემდეგი ჯგუფებისთვის:

  • ნებისმიერი უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის სტუდენტები (დოქტორანტები, მაგისტრანტები, ბაკალავრები)
  • ფაკულტეტის წარმომადგენლები და მკვლევარები, რომლებსაც სურთ საკუთარი ცოდნის გაღრმავება შემოთავაზებული მიმართულებებით
  • პრაქტიკოსები, რომლებსაც სურთ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ პროფესიული ტრენინგი (მიიღებიან როგორც ინდივიდები, ასევე კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები)


CSS გთავაზობთ შემდეგ სერთიფიცირებულ კურსებს:

  • სოციალური კვლევის მეთოდები - პრაქტიკაზე ორიენტირებული კურსი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები მიიღებენ თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ჩატარების გამოცდილებას მათთვის საინტერესო თემაზე.
  • სალექციო კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან შემდეგ რაოდენობრივ მეთოდებს: შერჩევის სახეობებს, კითხვარის შედგენის ტექნიკებს; მიიღებენ საველე სამუშაოების ჩატარების გამოცდილებას, და განახორციელებენ მიღებული მონაცემების ანალიზს.
  • კვლევის თვისებრივი მეთოდების ნაწილში სტუდენტები გაეცნობიან შეისწავლიან შემდეგ თვისებრივ მეთოდებს: სიღმისეული ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფი, ეთნოგრაფიული კვლევა;
  • კურსი საკმაოდ მოქნილი და სტუდენტზე ორიენტირებულია რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს იფიქროს და იმუშავოს ისეთ კვლევით საკითხსა თუ პროექტზე რომელიც  მის სასწავლო და პროფესიულ ინტერესებსა და მოთხოვნილებებს შეესაბამება.


ტრენერი: დიანა ბოგიშვილი, ელენე ჯაფარიძე
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
კურსის ჩატარების ვადები: 1 ოქტომბერი, 2014 – 27 ნოემბერი, 2014
ენა: ქართული
კურსის ღირებულება: თვეში 250 ლარი (ორი თვის გადასახადი 500 ლარი)
ჯგუფში მსმენელთა მინიმალური რაოდენობა: 6 ადამიანი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
კურსი ტარდება კვირაში ორჯერ: სამშაბათს და ხუთშაბათს 18:00– 20:00 სთ.


დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო ფორმა  გამოაგზავნეთ 29 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: training@css.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.css.ge
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
ფალიაშვილის 33, 0179 თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 2102781; 2290095
მობ: 595 559284

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა