• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების კონსულტანტი
დამსაქმებელი: კოტონი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2022/12/01
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 151 -ჯერ

მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი «კოტონი» გაძლევთ შესაძლებლობას შემოუერთდეთ მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო გამოცდილების მქონე გუნდს.

 გიწვევთ მოტივირებულ, მონდომებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე, პეკინის, ისთ ფოინთისა და ბათუმის ფილიალებში.

 

ცოდნა უნარები შესაძლებლობები:

**  მსმსგავს ინდუსტრიაში 6 თვემდე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

**   სამუშაო ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა;

**  დატვირთულ, აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;

**  ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);

      კომუნიკაბელური, თავაზიანი, დეტალებზე ორიენტირებული.

 

ფუნქცია მოვალეობები:

**      სამუშაო სექციის მომზადება და მის საოპერაციო გამართულობაზე ზრუნვა;

**      ფილიალის გაყიდვების, შიდა ფასდაკლებების/აქციების და სხვადასხვა შიდა პროცედურის ცოდნა;

      მომხმარებლებისთვის დახმარება სასურველი მოდელის არჩევაში, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

 **     მომხმარებლის თითოეულ თხოვნაზე ოპერატიული რეაგირება და მათს სასიამოვნო შოპინგზე ზრუნვა;

 

გრაფიკი:

** ცვლებში: 10:00-18:00 სთ

                     14:00-22:00 სთ

ანაზღაურება:

** ფიქსირებული 600 ლარი + ბონუსი

 

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy.KOTON@gmail.com

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი. გისურვებთ წარმატებებს!

 

«კოტონი» შესახებ:

მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი «კოტონი» 1988 წელს დაარსდა თურქეთში. პირველი მაღაზიის, რომელიც სულ რაღაც 25 კვ.მ იყო, გახსნის შემდეგ - დაუღალავი შრომის, სწორი სტრატეგიისა და დიდი ოცნების ასრულების გზაზე -კომპანიამ უმოკლეს დროში წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. დღეის მონაცემით კოტონის 500-ზე მეტ მაღაზიას შევხვდებით მსოფლიოს 30 ქვეყანაში. მსოფლიოს მასშტაბით 11,000-ზე მეტი ადამიანი ერთიანდება «კოტონის»  გუნდში, რომლებთაგან ტრენდური კოლექციების ავტორი 220 დიზაინერია.

რამდენადაც მრავალფეროვანია ჩვენი კოლექციები  და განკუთვნილია ყველა ასაკობრივი თუ ცხოვრების სტილის მქონე ადამიანისთვის, ამდენადვე დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს «კოტონი» თავის თანამშრომლებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა