• https://charte.ge/

ავტორი

ჯეო ტექნიკსი

tel: +995 557495549
mail: hr@geotechnics.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ამწე-მანიპულატორის მძღოლი
დამსაქმებელი: ჯეო ტექნიკსი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/11/06
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 545 -ჯერ

კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას კომერციული/სასაწყობე ფართების და ავტომობილების გაქირავება წარმოადგენს.

კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას - ამწე-მანიპულატორის მძღოლის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთის გადატანა დანიშნულების ადგილზე (საქართველოს ტერიტორიაზე);

** კომპანიის სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;

** ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** მართვის მოწმობის B;C კატეგორიები;

** თვითმცლელზე მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** პუნქტუალურობა;

 

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

** სამუშაო განრიგი: 6 დღიანი სამუშაო კვირა.

** სამუშო საათები: 9:00-18:00

** ანაზღაურება: 1500 ლარი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში ( subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ამწე-მანიპულატორის მძღოლი) ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557495549

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 07ნოემბერი,  2022 წ.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის !

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება  6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა