• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მითერი
დამსაქმებელი: ინტელ ექსპრესი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2022/10/27
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 318 -ჯერ

 

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელექსპრესში" გუნდის ახალ წევრს ვეძებთ მითერის პოზიციაზე, ცენტრალურ ფილიალში (თბილისი. დ. აღმაშენებლის გამზ. 89/24)

 

თუ ხართ კომუნიკაბელური, სამომხმარებლო დონეზე ფლობთ უცხო ენებს და ადამიანებისთვის დახმარების გაწევა თქვენთვის სასიამოვნო პროცესია, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები ელფოსტაზე: vacancy@intelexpress.ge 2022 წლის 28 ოქტომბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ „მითერი".

 

ჩვენ დაგახვედრებთ მეგობრულ სამუშაო გარემოს და ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ პაკეტს - საჩუქრად.

 

სამუშაო ცვლები: 09:00-15:00 / 15:00-21:00

დასვენება - კვირაში 1 დღე

 

ანაზღაურება: ფიქსირებული, ირიცხება 2 კვირაში ერთხელ.

 

სამუშაოს აღწერილობა:

** კიოსკის საშუალებით, კლიენტთა მომსახურებაში დახმარების გაწევა;

** მომხმარებლის დახვედრა და სწორი გადამისამართება;

** მომხმარებლის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება;

** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის პროდუქტისა და სერვისის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციით უზრუნველყოფა;

** სამუშაო სივრცის მონიტორინგი;

** საჭიროების შემთხვევაში პერიოდული გამოკითხვების წარმოება;

 

საბანკო სფეროში, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე მსურველებს შერჩევისას მცირე უპირატესობას მივანიჭებთ.

 

განვიხილავთ ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

 

 

"ინტელექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა