• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ღამის ცვლის ექსპერტ-შემფასებელი
დამსაქმებელი: ინტელ ექსპრესი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/10/27
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 300 -ჯერ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ინტელექსპრესი’’,ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ეძებს გუნდის ახალ წევრს  ღამის ცვლის ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე, გლდანის ფილიალში.

 

თუ ხართ კომუნიკაბელური, სამომხმარებლო დონეზე ფლობთ ინგლისურ ენას და ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის სასიამოვნო პროცესია, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები მეილზე: vacancy@intelexpress.ge  2022 წლის 28 ოქტომბრამდე. გთხოვთ,სათაურის ველში მიუთითეთ ,,ღამის ცვლის ექსპერტ-შემფასებელი’.

ჩვენ დაგახვედრებთ მეგობრულ გარემოს, სრულ საკვალიფიკაციო კურსს, როგორც სალარო, ასევე სალომბარდე ნაწილში, ხოლო საჩუქრად გადმოგცემთ ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ პაკეტს .

სამუშაო ცვლები:

** 12 საათიანი,ღამის ცვლა ;

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი ;

** ცვლების გადაცვლის შესაძლებლობა ;

 

ანაზღაურება  : დღიური, ირიცხება 2 კვირაში ერთხელ. დამატებით სალომბარდე და სხვადასხვა ტიპის ბონუსები,შედეგებიდან გამომდინარე.

სამუშაოს აღწერილობა :

** სალომბარდე საქმიანობა ;

** ფულადი გზავნილების მომსახურება ;

** ნაღდი კონვერტაციები ;

** სალომბარდე,კომუნალური და სხვა გადახდების წარმოება ;

 

კლიენტსერვისსა და ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს შერჩევისას მიენიჭებათ  მცირე უპირატესობა.

განვიხილავთ ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

 

 


,,ინტელექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა