• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ელექტრიკოსი
დამსაქმებელი: კრიალა
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/10/20
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 185 -ჯერ

საწარმო შპს  ,,კრიალა’’ აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე თბილისში.

 

 მოთხოვნები:

** შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური განათლება;

** საწარმოში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);

** ელექტრო სქემების-ნახაზების წაკითხვის უნარი;

** ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

** ელექტრო-უსაფრთხოების წესების ცოდნა;

** შესაბამისი პროგრამული ნაწილის ცოდნა (კომპიუტერული);

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპლექსში განთავსებული ელექტრო დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, კონტროლი-ინსპექტირება;

** ელექტრო დანადგარების და ელექტრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;

** მანქანა დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (შეკეთება, დარეგულირება, გადაწყობა, ზეთის შეცვლა და ა.შ.)

** გენერატორების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

** საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო პროცედურების ზუსტი დაცვა;

** პროგრამირებად დანადგარებზე ხარვეზების აღმოფხვრა, პრობლემების დადგენა, შეკეთება;

** ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ან/და არსებული პრობლემების შესახებ;

ანაზღაურება:

** 2000 ლარიდან  ( გამოცდილებიდან გამომდინარე);

სამუშაო ადგილი:

ქ.თბილისი, ქიზიყის ქ. 50.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:  vacancy@kriala.ge   

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა