• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის უცხოენოვანი ოპერატორი
დამსაქმებელი: ინტელ ექსპრესი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2022/10/18
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 58 -ჯერ

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ,,ინტელექსპრესში’’გუნდის ახალ წევრს ვეძებთ  ქოლ-ცენტრის უცხოენოვანი ოპერატორის პოზიციაზე.

 

თუ  ფლობთ ინგლისურ და რუსულ ენებს, გაქვთ გამართული მეტყველება,ხართ კომუნიკაბელური და ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის სასიამოვნო პოცესია, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები მეილზე: vacancy@intelexpress.ge  2022 წლის 17 ოქტომბრამდე. გთხოვთ,სათაურის ველში მიუთითეთ ,,ქოლ-ცენტრის უცხოენოვანი ოპერატორი’’.

ჩვენ დაგახვედრებთ მეგობრულ სამუშაო გარემოს,გადამზადების სრულ კურსსა და ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ პაკეტს - საჩუქრად.

კლიენტსერვისსა და ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს შერჩევისას მცირე უპირატესობას მივანიჭებთ.

განვიხილავთ ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

სამუშაო ცვლები:

** სრული,მცოცავი (კვირაში 6 დღე)

** ცვლების გადაცვლის შესაძლებლობა

 

 

სამუშაო ადგილი :

** თბილისი,ჩუღურეთი,აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნესცენტრი ,,მოზაიკა’’

 

ანაზღაურება - ფიქსირებული, ვრიცხავთ 2 კვირაში ერთხელ.

 

სამუშაოს აღწერილობა :

** შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მომსახურება კლიენტთა მომსახურების დადგენილი სტანდარტების მიხედვით ;

** სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით შემოსული წერილობითი შეტყობინებების მომსახურება ;

** მომხმარებლის სრულყოფილი და კომპეტენტური ინფორმირება ორგანიზაციაში არსებულ პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით ;

** დისტანციური არხებით პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება ;

** პარტნიორ კომპანიებთან და შიდა ქსელის ოპერატორებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება ;

** სიახლეებთან დაკავშირებით დაინტერესებული მომხმარებლებისათვის სრულყოფილად და ამომწურავად ინფორმაციის მიწოდება.

 


,,ინტელექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა