• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იმპორტისა და ექსპოტრის მენეჯერი
დამსაქმებელი: ქალაქური
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/10/06
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 341 -ჯერ

 „ქალაქური“ წარმოადგენს  ქართულ კომპანიას, რომელიც უკვე 14  წელია წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. მისი ძირითადი საქმიანობაა როგორც ქართული, ასევე იმპორტირებული ხილის, ნუშის, ფისტას, მზესუმზირას,სხვადასხვა სახეობის ჩირების,მურაბების, საბაკალეო პროდუქტების წარმოება, დისტრიბუცია .

„ქალაქური“ აცხადებს ვაკანსიას  იმპორტისა და ექსპოტრის მენეჯერის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავშნის 88 (თემქა-მუხიანის კვეთა)
განაკვეთი: სრული

სამუშაო საათები: 9:00-18:00 სთ

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

                                 შაბათს  9:00-15:00  (შეთანხმებით)


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების სტიმულირებისათვის სხვადასხვა აქტივობების განხორციელება და ახალი ბაზრების ათვისება;

** გაყიდული პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული ტექნიკურ-ლოჯისტიკური და დოკუმენტალური მხარდაჭერა;

** მომავალი წლის გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ტენდენციების განსაზღვრა და პროგნოზების გაკეთება;

** ახალი პროდუქტის უცხო ბაზრიდან მოძიების მუდმივი პროცესი;

**  უცხოელ მომწოდებლებთან დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება;

**  პირობების შეთანხმება და მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შეთანხმება;

**  საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება და კომპანიის და მისი პროდუქციის წარდგენა;

** დადგენილი პერიოდულობით და ფორმატით, უშუალო ხელმძღვანელისთვის, საქმიანობის ანგარიშების წარდგენა.

** ახალი კონკურსების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით პროდუქციის წარდგენა.

** პოტენციური და არსებული კლიენტების დროული ინფორმირება კომპანიის სიახლეების, ახალი პროდუქტის და მიმდინარე მიღწევების შესახებ.

** შესაბამის ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან მუდმივი ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ბაკალავრის დიპლომი;

**მინიმუმ 2წლიანი მუშაობის გამოცდილება მარკეტინგის,  იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით;

** აუცილებელია ინგლისური,  რუსული, თურქული   ენების კარგად ცოდნა (ვერბალური და წერითი კომუნიკაცია);

 

სხვა დამატებითი მოთხოვნები:

** გაყიდვების და მარკეტინგული სტატეგიების ცოდნა;

** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;

** ბიუჯეტირების, საერთაშორისო ვაჭრობის და საგადასახადო კუთხით ზოგადი ცოდნა;

** პროცესების მართვის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** დატვირთულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

** ორგანიზებულობა.

 

 

 

 

შესაბამისი კვალიფიკაციის დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV   ქართულ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტაზე: qalaqurivc@gmail.com .

 

ქალაქური გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა