• https://charte.ge/

ავტორი

ნიკორა

tel: +995 595 11 92 93, 595 70 77 73
mail: jobs@nikora.ge

ყველა ვაკანსია ( 1 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დამლაგებელი
დამსაქმებელი: ნიკორა
კატეგორია: დასუფთავება,
ბოლო ვადა: 2022/10/04
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 130 -ჯერ

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge  

 

სს „ნიკორას“  შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“  აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე ხორც-პროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოში:

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების მასშტაბით,მის პასუხისმგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა და სისუფთავის უზრუნველყოფა;

** საწარმოო ტერიტორიაზე შიდა კიბეების, მაგიდების, თაროების, იატაკების, კედლების დასუფთავება, მორეცხვა და დეზინფექცია;

** სანიტარული გამტარის, წარმოების უბნებისა და სველი წერტილების სადეზინფექციო ხსნარებითა და საპნით მომარაგება;

** ცხაურებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და ნარჩენებისგან გათავისუფლება, საწარმოო ტერიტორიიდან ნაგვისა და ნარჩენების რეგულარული გატანა, ურნების დაცლა და პარკების გამოცვლა;

** სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილისა და გამოყენებული ინვენტარის დასუფთავება;

** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ქუდის, ხელთათმანის, სამუშაო ფორმის ტარება);

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** სადეზინფექციო ხსნარებთან მუშაობის შესაძლებლობა;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;

** შრომისმოყვარე;

** ენერგიული;

** მოწესრიგებული და ორგანიზებული.

 

 

 

 

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: დღის და ღამის  ცვლები.

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი

** კვებასა და ღამის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. ასევე დამატებით თანამშრომელს გადაეცემა  250 ლარიანი ახალი სატრანსპორტო/სამგზავრო ბარათი.

 

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.geან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 595 11 92 93, 595 70 77 73.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა