• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უძრავი ქონების აგენტი
დამსაქმებელი: Flatz
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2022/10/01
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 265 -ჯერ

Flatz ეძებს ენერგიულ, მიზანდასახულ და შედეგზე ორიენტიერებულ ახალგაზრდებს რომ გახდნენ ჩვენი მოწინავე გუნდის წევრები.

Flatz Georgia, რომელმაც ინოვაციური მიდგომებით დაიმკვიდრა უძრავი ქონების ბაზარზე თავი, მუდმივად ზრდის პროცესშია. არ გაუშვა ხელიდან შანსი გახდე შენი საქმის პროფესიონალი!

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

 

საქმიანობის აღწერა: 

** უძრავი ქონების ძიება და სელექცია 

** სატელეფონო კომუნიკაცია

** განცხადებების კომპანიის პლატფორმაზე განთავსება

** კომპანიის ბაზების განახლება და ედიტირება 

** მომხმარებელთათვის კატალოგის შეთავაზება

** ვიზიტების ორგანიზება

 

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ  და გამომუშავებაზე მიბმულ ანაზღაურებას

** მოქნილ გრაფიკს რომელიც დიდწილად მორგებულია თქვენზე

** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას სახლიდან

** ულიმიტო პოტენციალის გარემოს 

** ახალი იდეების მიმართ კეთილგანწყობილ გუნდს

** კონკურენტულ ანაზღაურებას 

** 2 დღიან ინფორმატიულ ტრენინგს

** მუშაობის დაწყების შესაძლებლობას უმოკლეს ვადაში

 

 

სანაცვლოდ მოვითხოვთ:

** სისხარტეს და დროში ეფექტურობას

** გამართულ მეტყველებას და პოზიტიურ კომუნიკაციას

** ინგლისურის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნას

** პუნქტუალურობას და დროის მენეჯმენტის შეუდარებელ უნარს

** ადგილზე პრობლემის ეფექტურად გადაჭრის (მაგ. მოლაპარაკების) უნარს

** აუცილებელია გამართული ტელეფონის და კომპიუტერის (ლეპტოპის/პერს. კომპიუტერის) ქონა

** სტუდენტებს მიენიჭებათ უპირატესობა

 

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: jobs@flatz.ge, contact@flatz.ge

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა