• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საცალო და კორპორატიული გაყიდვების თანამშრომლი
დამსაქმებელი: სხივი+
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/09/25
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ანაზღაურება: 1200 - 1300 ლარი
ნანახია: 374 -ჯერ

კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას საცალო და კორპორატიული გაყიდვების თანამშრომლის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯისა და შუშის აქსესუარების და ასევე ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა.
** დარბაზის მარაგების გადამოწმება/შევსება/კონტროლი;
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის გამზადება;
** გაყიდვების სრულად ორგანიზება
** მოლარესთან საბოლოო შედარების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (გაყიდვების სფეროში)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
** ასაკი: 25-დან 35 წლამდე.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1200-1300 ფიქსირებული, ზრდის პერსპექტივით + პრემია + მოქნილი საბონუსე სისტემა.
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი დღე 09:00-დან 18:00 საათამდე
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე.
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება

დაინტერესებულმა პირებმა ვინც ფიქრობთ რომ გაყიდვები თქვენი სფეროა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებებს და კარიერულ ზრდა-განვითარებას ჩვენს გუნდში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა