სასტუმროების ქსელი “City hotels” აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი- თბილისი ( სასტუმრო „City Avenue“ - მის: აღმაშენებლის # 140 ბ. სასტუმრო „Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham“- მის: თამარ მეფის# 24 )
სამუშაო გრაფიკი-ცვლებში ( 07:00-15:30)
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;
** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად);
მოვალეობები:
** სამზარეულოს სივრცის მოწესრიგება სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
** საუზმის მომზადება ზედმიწევნითი სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა და მზად ყოფნა სტუმრის მისაღებად;
** თანამშრომლებისთვის კვების მომზადება და სამუშაო სივრცის დასუფთავება;
** სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
** დღის განმავლობაში, სტუმრებისა და თანამშრომლების კვებაზე გახარჯული პროდუქტების აღრიცხვა-ჩამოწერა და კვების დეპარტამენტის მენეჯერისთვის წერილობითი ანგარიშის წარმოება;
** მეორე დღის მარაგისა და მიზანპლასის მომზადება, მოწესრიგება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
** უშუალო მენეჯერის სხვა დავაალებების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
** ენერგიულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
“City hotels”-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - cityhotels.ge
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!