• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მზარეული
დამსაქმებელი: კომპანია "City Hotels"
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/09/24
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 331 -ჯერ

  სასტუმროების ქსელი   “City hotels” აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე:

 

 

 

სამუშაო ადგილი- თბილისი  ( სასტუმრო „City Avenue“ - მის: აღმაშენებლის # 140 ბ. სასტუმრო „Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham“- მის: თამარ მეფის# 24 )

  

სამუშაო გრაფიკი-ცვლებში ( 07:00-15:30)

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;

** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;

** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად);

 

 

 

    მოვალეობები:

 

** სამზარეულოს სივრცის მოწესრიგება სამუშაო პროცესის დაწყებამდე;

** საუზმის მომზადება ზედმიწევნითი სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;

** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა და მზად ყოფნა სტუმრის მისაღებად;

** თანამშრომლებისთვის კვების მომზადება და სამუშაო სივრცის დასუფთავება;

** სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;

** დღის განმავლობაში, სტუმრებისა და თანამშრომლების კვებაზე გახარჯული პროდუქტების აღრიცხვა-ჩამოწერა და კვების დეპარტამენტის მენეჯერისთვის წერილობითი ანგარიშის წარმოება;

** მეორე დღის მარაგისა და მიზანპლასის მომზადება, მოწესრიგება;

** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;

** უშუალო მენეჯერის სხვა დავაალებების შესრულება.

 

   პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

** ორგანიზებულობა;

** კრეატიულობა და შემოქმედებითობა;

** ენერგიულობა;

** მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;

** დროის მართვის უნარი;

** დეტალებისადმი ყურადღებიანი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

 

 

                                 

“City hotels”-ის სასტუმროების შესახებ  დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - cityhotels.ge

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge  და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა  არ მოხდება.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა