"ბროკერიჯი" წარმოადგენს გაყიდვების საკონსულტაციო და საბროკერო კომპანიას, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომხმარებლისთვის სანდო, პროფესიონალური და მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა.
კომპანია მეტწილად (და არამხოლოდ) მოღვაწეობს საქართველოს უძრავი ქონების სფერო; მუშაობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ინვესტორებთან და დამკვეთებთან.
"ბროკერიჯი" აცხადებს განაცხადების მიღებას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითად ფუნქცია-მოვალეობათა აღწერა:
** გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების ობიექტების მოძიება; მფლობელ პირებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; ინფორმაციის დამუშავება, რეგისტრაცია კომპანიის მონაცემთა ბაზაში და განთავსება წინასწარ განსაზღვრულ პორტალებზე;
** უძრავი ქონების პოტენციური მომხმარებლის (მყიდველი/ დამქირავებელი) მოძიება; მათთვის მაღალი ხარისხის საბროკერო მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა და პროდუქტის დეტალური გაცნობა/შეთავაზება;
** ორივე მხარესთან მუდმივი Follow Up-ის გაკეთება და უკუკავშირის მიღება;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან ზარების განხორციელება; შემოსულ ზარებზე პასუხი/გადამისამართება;
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა კომპანიის გაყიდვების წარმომადგენლებთან მიმდინარე მოთხოვნა/მიწოდების შესახებ კომუნიკაციის დამყარება;
** არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება კომპანიის ფინანსური მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით;
** გაყიდვების ანალიზის წარმოება და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
პროფესიული მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების და ნებისმიერი კომუნიკაციების სფეროში რელევანტურ პოზიციაზე;
** განათლება: ბაკალავრიატი ან სპეციალური განათლება საქმიანობასთან შესაბამის სფეროებში;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე განიხილება მნიშვნელოვან უპირატესობად;
აუცილებელი პიროვნული უნარ-თვისებები:
** კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა;
** სხარტი აზროვნება/ქმედება და საქმის ბოლომდე კეთება;
** კარგად განვითარებული ინტერპერსონალური უნარები;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების, აზრის ცხადად და გამართულად გამოხატვის უნარი;
** თვითდისციპლინისა და ორგანიზების კარგი უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირება;
რას გთავაზობთ "ბროკერიჯი:"
** უწყვეტ პროფესიულ თეორიულ/პრაქტიკულ ქოუჩინგს (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) საქმის სპეციფიკის სრულყოფილად დასაუფლებლად;
** სტუდენტებზე ინდივიდუალურად მორგებულ სამუშაო პირობებს;
** საჭიროების შემთხევვაში, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
** მოწესრიგებულ, სასიამოვნო და კოლექტიურ სამუშაო გარემოს;
** Performance-ზე დაყრდნობით პროფესიული წინსვლის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი; ალ. ყაზბეგის 47 (მეტრო "დელისთან" ახლოს);
** სამუშაო გრაფიკი: სრული; როგორც ოფისში, ისე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა;
** კომპანიის სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-შაბათი: 11:00-19:00; კვირა დასვენება;
** თანამშრომლის სამუშაო დღეები/საათები: კვირაში 5დღე; 35 საათი;
** ანაზღაურება: გამომუშავებით; საკომისიო თითოეული წარმატებით შესრულებული საქმიდან;
** მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი: 1000-1500 ლარი (შესაძლებელია ბევრად მეტის გამომუშავება; დამოკიდებულია კანდიდატის მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზე);
** ყოველთვიურად ულიმიტო სასაუბრო დროს უზრუნველყოფს კომპანია;
** განცხადებების ატვირთვის საფასურს უზრუნველყოფს კომპანია;
** საჭიროებისამებრ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მანქანისა და მძღოლის მომსახურება;
** სასურველია საკუთარი ლეპტოპით მუშაობის შესაძლებლობა (პირადი მომხ-თა ბაზის დაცვის მიზნით);
თუ დაინტერესდით და პასუხობთ ზემოხსენებულ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@brokerage.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ გაყიდვების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებებს!