• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ანგარიშის მენეჯერი
დამსაქმებელი: ბანკი ქართუ
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2014/09/26
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული
ნანახია: 518 -ჯერ
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ანგარიშის მენეჯერის ვაკანსიას.
 
ფუნქციები და მოვალეობები:
  • კლიენტების სწრაფი და ეფექტური საბანკო მომსახურება
  • კლიენტისათვის საბანკო მომსახურების პირობების და საბანკო პროდუქტების გაცნობა
  • კლიენტის ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება
  • საბანკო პროდუქტების ეფექტური გაყიდვა
  • მონაწილეობა საოპერაციო განყოფილების თანამშრომლების მომზადებაში
  • მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციების შესაბამისი ანგარიშგების დროული მომზადება
  • საოპერაციო განყოფილების უფროსის და/ან ბანკის მენეჯმენტის მიერ დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
 
მოთხოვნები:
 
  • უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით
  • სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში ჩაითვლება უპირატესობად
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების (დებულებები, ინსტრუქციები, ბრძანებები და სხვ.) ჩაითვლება უპირატესობად
  • ქართული ენის კარგი ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა
  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • ლოგიკური, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება
  • გაყიდვის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
 
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
 
  • CV ფოტოსურათით;
  • დიპლომებისა და სერტიფიკატების ასლები;
  • რეკომენდაცია
 
მისამართზე: 0162, ქ. თბილისი ჭავჭავაძის გამზა. 39ა, სს “ბანკი ქართუ”
 
ან გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე.
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით დოკუმენტაციას, განაცხადები არ იქნება განხილული.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 26 სექტემბერი. 
 
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა