• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ვებ დიზაინერი/გრაფიკოსი
დამსაქმებელი: Hobby Studio
კატეგორია: კრეატივი/დიზაინი,
ბოლო ვადა: 2015/12/26
მდებარეობა: თბილისი
ენები
ინგლისური კარგად
რუსული კარგად
ნანახია: 1596 -ჯერ

ვებ-დიზაინისა და ფოტო სტუდია "Hobby Studio" აცხადებს ვაკანსიას ვებ დიზაინერი/გრაფიკოსის თანამდებობაზე.

გვესაჭიროება ნიჭიერი ვებ დიზაინერი, სამუშაო გამოცდილებით.

დიზაინერის მოვალეობებში შევა პირველ რიგში მაღალი დონის ვებ გვერდების დიზაინების შექმნა, დამკვეთთან ურთიერთობა, ასევე სხვა გრაფიკული სამუშაო.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში.

სამუშაო პროგრამები:

** Adobe Photoshop
** Corel Draw
** Adobe Illustrator.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ინიციატიურობა.

კანდიდატები სამუშოა გამოცდილების გარეშე არ განიხილებიან.
კანდიდატები "პორტფოლიოს"(ნამუშევრების) ან CV-ის გარეშე არ განიხილებიან.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ მხოლოდ თქვენს მიერ დამოუკიდებლად შექმნილი ვებ-გვერდების დიზაინები და სხვა გრაფიკული ნამუშევრები. მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და CV ელფოსტაზე: vacancy@hobbystudio.ge (მიმაგრებული ფაილების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს).


ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა