• https://charte.ge/

ავტორი

აიდიეს ბორჯომი

tel: +995 599 48 92 23
mail: tbs.work@ids-borjomi.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიწოდების დამხმარე
დამსაქმებელი: აიდიეს ბორჯომი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/09/03
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 466 -ჯერ

 

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.

 

ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მიწოდების დამხმარის პოზიციაზე.

ოფისის მისამართი: ილია ბაბუციძის ქ.#14; ქ. თბილისი;

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი;

ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი გამომუშავებით (მაქსიმალური 850-900 ლარი);

 

რისი გაკეთება მოგიწევთ:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის მიწოდება;

** დადგენილი სტანდარტის მიხედვით, პროდუქციის წარმოდგენა;

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:

** საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** კომუნიკაბელურობა

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ გთავაზობთ:

** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას

** სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას

** კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს

** საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას

 

როგორ დაგვიკავშირდეთ:

** მეილით: tbs.work@ids-borjomi.com  (სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “მიწოდების დამხმარე

** ტელეფონით: +995 599 48 92 23

** ან მობრძანდით მისამართზე:  ილია ბაბუციძის ქ.#14; ქ. თბილისი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

შერჩევის ეტაპები:

  1.        ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან

 

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:

https://www.ids-borjomi.ge/

 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა