• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მენეჯერი-ფოთში
დამსაქმებელი: ინტელ ექსპრესი
კატეგორია: TOP მენეჯმენტი,
ბოლო ვადა: 2022/09/02
მდებარეობა: ფოთი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 288 -ჯერ

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესი" აცხადებს მენეჯერის ვაკანსიას.

განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ფოთი

მომსახურება: უნივერსალური - როგორც საბანკო, ასევე საამანათე სერვისი.


სამუშაოს აღწერილობა:

** ფილიალის საქმიანობის ეფექტური გაძღოლა და ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინირება და მონიტორინგი, როგორც საბანკო, ასევე საფოსტო გზავნილების მიმართულებით;

** ორგანიზაციაში მოქმედი კლიენტთა მომსახურების სტანდარტის მიხედვით,ფილიალში კლიენტთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა და აღნიშნული პროცესის პერიოდული შეფასება და მონიტორინგი;

** ფილიალის ბიზნეს გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და დაწესებული ბიზნეს გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა;

** პერიოდულად,ბაზრის ანალიზი და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე,შესაბამისი წინადადების შემუშავება და წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის;

** არსებული კლიენტთა ბაზის ანალიზი, კლიენტის ბიზნეს პოტენციალის სწორი განსაზღვრა, კლიენტის პოტენციალიდან გამომდინარე,შესაბამისი მოზიდვის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;

** საკრედიტო განაცხადების მიღება და დამუშავება;

** მოქმედი პროცედურების თანახმად, სასესხო პორტფელის განვითარებისა და მონიტორინგის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება, კლიენტთან კომუნიკაცია ფილიალში და მის გარეთ;

** ფილიალის თანამშრომელთა გუნდის კოორდინაცია, ცვლების გადანაწილება ეფექტური მართვა;

** საამანათე მომსახურების სრული ციკლის კონტროლი, მათ შორის: ამანათების მიღება-დასაწყობების, გაცემისა და ნაშთების აქტიური მონიტორინგი, პრობლემური ქეისების ეფექტური მართვა, შესაბამის განყოფილებებთან საქმიანი კოორდინაცია და პერიოდული რეპორტინგის წარმოება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 2სექტემბრამდე გამოგზავნეთ CV, შემდეგ მისამართზე: vacancy@intelexpress.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია "მენეჯერი. ფოთი", წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემები ვერ განიხილება.

"ინტელექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა