• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების და მოწყობილობების მონიტორინგის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ეპ გენერაცია
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/08/10
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 162 -ჯერ

პოზიციის დასახელება: ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების და მოწყობილობების მონიტორინგის სპეციალისტი

კომპანია: სს ეპ გენერაცია”

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10 აგვისტო, 2022 წ.

 

სს “ეპ გენერაცია”აცხადებს კონკურსს  ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების და მოწყობილობების მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

 მოვალეობები და ვალდებულებები:

 

** მონაწილეობის მიღება ყველა ჰესისთვის მონიტორინგის პროგრამის მომზადებაში, არსებული მეთოდური მითითებების საფუძველზე;

** მონიტორინგის პროგრამის შესრულების კონტროლი;

** ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონიტორინგის მასალების და მექანიკური მოწყობილობების დიაგნოსტიკის შეფასება;

** ჰიდროტექნიკური ნაგებობების და მექანიკური მოწყობილობების კომისიურ დათვალიერებაში მონაწილეობა;

** დეფექტების და პროექტებიდან გადახრების აღმოჩენა, სადეფექტო და დათვალიერების აქტების შედგენა;

** დეფექტების აღმოფხვრის ღონისძიებების შემუშავება;

** ყველა ჰესზე ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგების კონტროლი;

** ჰესის საპროექტო გადაწყვეტილებების შესწავლა, რომელიც ხელს უწყობს მოწყობილობების და მექანიკური დანადგარების მდგომარეობის გაუმჯობესებას;

** მონაწილეობის მიღება ჰიდროელექტროსადგურის  ზამთრის პერიოდში მუშაობისთვის მომზადებაში;

** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება, მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის გაფორმება,

** ავარიის და მუშაობაში ხარვეზების მიზეზების გამოძიებაში მონაწილეობა და მათ აღმოსაფხვრელად ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა;

** ჰიდროტექნიკურ  ნაგებობებზე გეგმიურ და ავარიულ სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;

** ჰესის წყალსაცავების სწორად გარეცხვის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;

 

საჭირო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (ჰიდრო-ტექნიკური მშენებლობა);

** საოფისე პროგრამების  (Word, Excel )  და  Autocad -ის ცოდნა;

** უცხო ენების ფლობა (ინგლისური ან რუსული სავალდებულო);

** კომუნიკაბელურობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** შესაბამის სფეროში მუშაობის  გამოცდილება-3 წელი;

 

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე:  vacancy@energo-pro.ge   ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე:   http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/   2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.

 

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

 

 

დაკავშირებამოხდება მხოლოდ შერჩეულ,კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა