• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სარემონტო დეპარტამენტის შემდუღებელი -ქუთაისი
დამსაქმებელი: ეპ გენერაცია
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/08/10
მდებარეობა: ქუთაისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 150 -ჯერ

 

თანამდებობის დასახელება: სარემონტო დეპარტამენტის შემდუღებელი  

კომპანია: სს ენერგო-პრო ჯორჯიაგენერაცია”

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:  10 აგვისტო,  2022 წ.

 

სს ეპ ჯორჯიაგენერაცია” აცხადებს კონკურსს სარემონტო დეპარტამენტის შემდუღებელის პოზიციაზე.

 

    მოვალეობები და ვალდებულებები:

** ასრულებს ყველა სახის საშემდუღებლო სამუშაოებს. ასევე ასრულებს ყველა სახის ჰიდრომექანიკური დანადგარების სამონტაჟო, გაწყობა-გაშვებით სამუშაოებს და უზრუნველყოფს ექსპლუატაციაში დროულად გაშვებას.

** უზრუნველყოფს გრაფიკით გათვალისწინებულ შედუღებით სამონტაჟო და გაშვება-გაწყობით სამუშაოების შესრულებას.

** საჭიროების მიხედვით მონაწილეობს გაზომვითი ხელსაწყოების მონტაჟში, რომლებიც მონაწილეობენ საკონტროლო გაზომვებში.

** საშემდუღებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას ურუნველყოფს მასალებისა და ნედლეულის რაციონალურ ხარჯვას.

** მოწყობილობების საჭირო პარამეტრების მისაღწევად იღებს საჭირო ზომებს საშემდუღებლო, სამონტაჟო, გაშვებისა და გაწყობითი სამუშაოების მაღალხარისხოვნად შესრულებისათვის.

** ინჟინერ-ტექნოლოგთან და მთავარ მექანიკთან ერთად აანალიზებს გაზომვებისათვის საჭირო მოწყობილობების დაყენების მეთოდებს. იძლევა დასკვნას ვარგისიანობაზე ზოგიერთი დეტალის კვანძებსა და მექანიზმებზე და ავლენს მათი უწესივრობის მიზეზებს.

** მონაწილეობს ჰიდრომოწყობილობების ექსპლუატაციის დროს წარმოქმნილი დეფექტების დადგენაში.

** ჰიდრომოწყობილობების მონტაჟის დროს მონაწილეობს შესაცვლელი დეტალების ნახაზებისა და ესკიზების შედგენაში.

 

 

    მოთხოვნები:

 

** ტექნიკური განათლება

** სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება

** გუნდური მუშაობის უნარი;

 

 

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენმოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული  სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე:  vacancy@energo-pro.ge  ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე:   http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/   2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.    

 

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

 

 

დაკავშირებამოხდება მხოლოდ შერჩეულ,კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა