• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
დამსაქმებელი: სითიქომი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2022/08/28
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 527 -ჯერ

Citycom არის ონლაინ პლატფორმა, სადაც ურთიერთობები კიდევ უფრო მარტივი ხდება. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ სამეზობლოს რომლებსაც საერთო გამოწვევების დაძლევა უნდათ და ამისთვის თანხების მობილიზება  სჭირდებათ. ვეხმარებით ააგროვონ თანხები სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რათა უზრუნველყონ კიდევ უფრო კეთილმოწყობილი საცხოვრებელი გარემო.

Citycom ელექტრონული საფულის საშუალებით, ეხმარება კორპუსის სამეზობლოს პირადი და კორპუსის ფინანსების მარტივად და გამჭვირვალედ მართვაში, თანხების შეგროვებასა და კეთილმოწყობაში.

გაიგე უფრო მეტი აქ >>  https://citycom.ge/    >>https://hello.citycom.ge/

 

დაინტერესდი?

ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის და გეძებთ შენ სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის  პოზიციაზე!

 

ძალიან მაგარი იქნება თუ შენ:

 

სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

მისამართი - თბილისი, კოსტავას ქუჩა

 

 

ხარ პროაქტიური, თვითორგანიზებული, გიყვარს საუბარი და ყველასთან პოულობ საერთო ენას. შეგიძლია გაყიდო იდეა და ამ იდეის ირგვლივ შემოიკრიბო პოტენციური კლიენტები. გიყვარს გაყიდვები და საკუთარი შედეგების მუდმივი გაუმჯობესება.

 

რისი კეთება მოგიწევს?!

 

** ბაზის მიხედვით მომხმარებლებთან დარეკვა, პროდუქტის შეთავაზება და დაინტერესებული პირების მოძიება;

** გაყიდვების აგენტის (Discovery) მიერ მოძიებული ბაზის მიხედვით მომხმარებლებთან დარეკვა, პროდუქტის შეთავაზება და დაინტერესებული პირების მოძიება;

** ყოველთვიური გეგმის შესრულება.

 

სასურველია გქონდეს:

** სატელეფონო გაყიდვებში / გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება; 

** ინგლისურ ენაზე მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება.

 

შეთავაზება:

** ფიქსირებული ანაზღაურებას, 400 ლარი (NET);

**  საინტერესო საბონუსე სისტემა;

** ცოდნისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარება;

** საინტერესო და ამბიციური სამუშაო გარემო;

 

 

თუ შენ ამ ტექსტის კითხვისას გაგეღიმა და საკუთარი თავი ამოიცანი. ასევე, გაგიჩნდა განცდა, რომ ეს ის საქმეა, რაც აქამდეც გიკეთებია და კიდევ უფრო მეტის კეთების საშალებას გაძლევს, მაშინ, გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე hr@citycom.ge

სივის გამოგზავნისას გთხოვ, რომ იმეილის სათაურის (Subject) ველში გადაიტანო ეს >>> „სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი“ დასახელება.

 

აქვე გაყენებ საქმის კურსში, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ  შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.

 

მოგწონს რაც აქამდე წაიკითხე?

მაშ გამოგზავნე შენი CV!

 

CITYCOM-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა