• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მზარეულის დამხმარე
დამსაქმებელი: ნიკორა
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2022/08/25
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 386 -ჯერ

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge  

 

სს „ნიკორას“  შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე:

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დღის მენიუთი განსაზღვრული კერძების მოსამზადებლად ნედლეულისდამუშავება: გარჩევა, გარეცხვა, მოხარშვა, დაბლენდერება და სხვა.
  • საჭიროებისამებრ ნედლეულის პირველადი მომზადება/მოხარშვა რეცეპტურის დაცვით;
  • ნედლეულის ფარშირება და შუალედური პროდუქტის მომზადება;
  • სხვადასხვა ნედლეულის დაჭრა და გამზადება შესაზავებლად/მომზადებისთვის;
  • სასადილოს დარბაზის მეთვალყურეობა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სტანდარტების შესაბამისად სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge   

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 27 აგვისტო.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა