• https://charte.ge/

ავტორი

ნიკორა

tel: (+995) 598167764; 595 70 77 73
mail: jobs@nikora.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფორმირების უბნის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ნიკორა
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/08/25
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 343 -ჯერ

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge  

 

სს „ნიკორას“  შვილობილი  კომპანია  შპს „ნიკორა“ აცხადებს  ვაკანსიას ფორმირების უბნის სპეციალისტის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

·         ფორმირების დანადგარის ნაწილების და სამუშაო ინვენტარის წყლით გადავლება, გამშრალება;

  • მეტალის ჩარჩეობის, ჯოხების და დანადგარის ნაწილების მომზადება;
  • ტერმინალით ფარშის მიღების, ამწეში ურიკის მოთავსების, ფარშის ძაბრში ჩაყრის და ურიკის ამოსუფთავების პროცესში ჩართულობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;;
  • პირველი ფორმირების დანადგარის შემთხვევაში შუალედური პროდუქციის ზომის, წონის, სიგრძის  და დიამეტრის კონტროლი;
  • ფორმირებული შუალედური პროდუქციის ჯოხზე აკრეფვა, მეტალოს ჩარჩოზე მოთავსება, გაშლა და გარეცხვა ტექნოლოგიური ნორმების დაცვით;
  • შუალედური პროდუქციის დათვლა, დაპასპორტება (პასპორტის შევსება);
  • ბუნებრივ გარსაცმში ფორმირებული შუალეუდრი პროდუქციის დადგენილი ფორმის და  სიგრძის მიხედვით გადაგრეხვა (ქსოვა), შეკვრა და მეტალოს ჩარჩოძე გადატანა ტექნოლოგიური ნორმების დაცვით;
  • დარჩენილი ფარშის აღრიცხვის ფურცლის და  ბატონის აღრიცხვის ფურცლის შევსება;
  • შაშხების ფორმების შეფუთვა, ფორმირება და მეტალის ჩარჩოზე განთავსება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ფიზიკურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

 

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით 08:30-02:30, დასვენების დღე - შაბათი;
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი;
  • კვებასა და ღამის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
  • კომპანია თანამშრომელს გადასცემს  250 ლარიან ახალ სატრანსპორტო/სამგზავრო ბარათს.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge   ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 598167764; 595 70 77 73

 

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა