მიმტანი-ყაზბეგი |
დამსაქმებელი: |
ინტურისტი ყაზბეგი |
კატეგორია: |
სასტუმრო/რესტორანი/კვება,
|
ბოლო ვადა: |
2022/08/25 |
მდებარეობა: |
ყაზბეგი
|
სამუშაოს ტიპი: |
სრული
|
ნანახია: |
281 -ჯერ |
სასტუმრო „ინტურისტი ყაზბეგი’’ აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მენიუს შემადგენლობის ზედმიწევნით ცოდნა;
** მომსახურების წესების დაცვა სასტუმროს დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სტუმრების მიღება, სწრაფი და სტუმართმოყვარე მომსახურების გაწევა;
** მაგიდების ალაგება და სისუფთავის კონტროლი;
** სტუმრისთვის ანგარიშის მიტანა და გადახდის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
** სალაროში გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება;
** სამუშაო ინვენტარის მოფრთხილება;
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა. უკმაყოფილო სტუმრის შემთხვევაში მიზეზის დადგენა და მენეჯერისთვის ცნობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** სტუმართმოყვარე მომსახურების უნარი, მათ შორის პრობლემურ სტუმრებთან;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hrkazbegi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
სასტუმრო “ინტურისტი ყაზბეგი” გისურვებთ წარმატებებს!