• https://charte.ge/

ავტორი

ინტურისტი ყაზბეგი

mail: hrkazbegi@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმღები-რეგისტრატორი-ყაზბეგი
დამსაქმებელი: ინტურისტი ყაზბეგი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2022/08/25
მდებარეობა: ყაზბეგი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 334 -ჯერ

ყაზბეგში მდებარე სასტუმრო ,,ინტურისტი ყაზბეგი’’ აცხადებს ვაკანსიას

შემდეგ პოზიციაზე:

 

მიმღები-რეგისტრატორი:

 

ფუნქცია-მოვალეობები:

** თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;

** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;

** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;

** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;

** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;

** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;

** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ);

** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში

ინფორმაციის გადაცემა;

** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;

** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური;

** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;

** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;

** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;

** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

 

კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს საცხოვრებლით და კვებით.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით

მისამართზე: hrkazbegi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის

დასახელება.

 

სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა