• https://charte.ge/

ავტორი

ფინანსური ლაბორატორია

mail: info@finlab.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
დამსაქმებელი: ფინანსური ლაბორატორია
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/08/24
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ნანახია: 210 -ჯერ

საკონსულტაციო კომპანია „ფინანსური ლაბორატორია“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ფინანსური ლაბორატორია უკვე შვიდი წელია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას ფინანსების მიმართულებით. მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.FinLab.ge. აქვე გიზიარებთ მცირე ვიდეოს ჩვენს შესახებ: www.Youtube.com/watch?v=tMUvrbhoW0Y.   

 

ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნეს გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება;

** ფინანსური და მენეჯერული რეპორტინგის აწყობაში მონაწილეობის მიღება;

** სხვადასხვა ფინანსური ინფორმაციის შეგროვება, გაანალიზებაში მონაწილეობის მიღება;

** სხვადასხვა ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება;

** სხვადასხვა საკონსულტაციო ამოცანების გადაწყვეტაში ჩართულობა;

** სხვადასხვა მიზნებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება;

** სხვადასხვა მიმდინარე თემებზე მუშაობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;

** ფინანსურ აუდიტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** =IFS(YOU="ეს რა უბედურებაა?","ჩვენ მხოლოდ სამსახურის გარეთ თუ ვიმეგობრებთ", YOU="ვერ ვკითხულობ, მაგრამ ძალიან მოვინდომებ და გავერკვევი","გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე",YOU="ფორმულაში შეცდომა აღმოვაჩინე","დიდი იმედია ვითანამშრომლებთ")

 

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დროის მართვის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

 

რას გთავაზობთ ჩვენ:

ü  ძალიან მეგობრულ გარემოს

ü  ყოველდღიურად ზრდის შესაძლებლობას

ü  ძალიან მრავალფეროვან ამოცანებთან მუშაობის შესაძლებლობას

ü  მოქნილი ფორმატით მუშაობას (ონლაინ და ოფისში - კომბინირებულად)

ü  ხელფასის ყოველწლიურ ზრდას

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: საორიენტაციო ბიუჯეტი 1,000 - 1,250 ლარი გროსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე info@finlab.ge. გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა