• https://charte.ge/

ავტორი

ბ დიზაინი

tel: +995 555 707-200 ; 0322 040-200
mail: cvbdesigne@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწარმოს მენეჯერი
დამსაქმებელი: ბ დიზაინი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/08/25
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ნანახია: 225 -ჯერ

კომპაინია „ბ დიზაინი“ აცხადებს ვაკანსიას ავეჯის საწარმოს მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ფარსადანის ქ. 10

მოვალეობები:

** საწარმოო პროცესების დაგეგმვა, მართვა, კონტროლი;

** საწარმოს მართვისთვის, დადგენილი პროცედურების და სამუშაო აღწერილობის შესწავლა და მისით ხელმძღვანელობა;

** შეკვეთების ანალიზი, დახარისხება, გეგმების შედგენა; 

** წარმოების ტექნიკური პერსონალის მართვა;

** ავეჯის საწარმოს განვითარების გეგმის შემუშავება და საჭირო ღონისძიებების გატარება;

**  საწარმოო პროცესში პროდუქციის ხარისხის კონტროლი;

**  დამკვეთისთვის შესრულებულ სამუშაოზე პრეტენზიების განხილვა, რისკების გაანალიზება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

**  ყოველკვირეულად შესრულებული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;

** შესასრულებელი სამუშაოს ხარისხისა და ვადების კონტროლი;

** მანქანა-დანადგარების სწორი, უსაფრთხო და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი.

** მივლინება ბათუმის საწარმოში.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

**  ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;

**  ორგანიზატორული ნიჭი და მენეჯერული უნარ-ჩვევები;

** კომპიუტერული საბაზისო და საოფისე პროგრამების ცოდნა:;

** სასურველია  ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

 

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

**  სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;

** სხვადასხვა სიტუაციებში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

პირობები:

გამოსაცდელი პერიოდი: 2 კვირა;

ანაზღაურება : შეთანხმებით

სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი დღე, 10:00 -დან 19:00საათამდე
დასვენების დღე: კვირა

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV, აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად და მიუთითეთ პოზიციის დასახელება, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cvbdesigne@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 555 707-200 ან 0322 040-200

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა