• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟიორი ლოჯისტიკის დეპარტამენტში
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
კატეგორია: სტაჟიორი,
ბოლო ვადა: 2022/08/21
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ნანახია: 351 -ჯერ

 

სს „ფუდმარტის“ ჯგუფის წევრი, სადისტრიბუციო კომპანია შპს „ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟირების პროგრამას ლოგისტიკის დეპარტამენტში სასაწყობე პროგრამის (WMS) დანერგვის ფარგლებში.

 

შპს „ფუდსერვისი“ საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო და ლოჯისტიკურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო  ბრენდების  ROSHEN-ის, DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

 

ჩვენ გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებული და მეგობრული გუნდის წევრობას!

 

** ადგილმდებარეობა - ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40;  ტრანსპორტირება - სამგორის/ავლაბრის მ/ს;

** გრაფიკი: მოქნილი სამუშაო განაკვეთი (5-6 საათი დღეში);

** სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე;

** ანაზღაურება: 500 ლარი;

 

თუ:

 

** ხარ მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი;

** ფლობ ანალიტიკურ უნარებს და ექსელის ცოდნა შენი ძლიერი მხარეა;

** დაინტერესებული ხარ ლოგისტიკური პროცესების გაცნობით და პროგრამის დანერგვის გამოცდილების მიღებით;

 

 

მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე:  vacancy@gfs.ge.

 

 

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ  განიხილება.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2022 წელი.

 

წარმატებებს გისურვებთ!

 

 

კომპანია ფუდსერვისში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ფუდსერვისის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 
 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა