• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტრანსპორტის სპეციალისტი-ქუთაისი
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/08/21
მდებარეობა: ქუთაისი
სამუშაოს ტიპი: სრული
მართვის მოწმობა B C კატეგორია

ნანახია: 314 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისი"საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო  ბრენდების  DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

 

 

კომპანია „ფუდსერვისი" აცხადებს ტრანსპორტის სპეციალისტის ვაკანსიას პოზიციაზე.

 

 

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, წერეთლის # 275

 

ფუნქციები:

** ავტონაწილების და სარემონტო სერვისების მომწოდებლებთან ურთიერთობა  და ავტომანქანების შეკეთების უზრუნველყოფა;

** ავტომობილების კანონით დადგენილი გეგმიური ტექნიკური შემოწმება;

** ყოველდღიურად ავტომანქანების გამართულობის შემოწმება სავარაუდო დაზიანებების/გაუმორთაობის აღმოჩენის მიზნით;

** ყოველთვიურად საგზურის ფურცლების არსებობის და წარმოების მონიტორინგი. მათი დროულად და სრულყოფილად შევსების შემოწმება და სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებული ახალი საგზურის გაცემის უზრუნველყოფა;

** ავტომანქანების საწვავის ხარჯვის მონიტორინგი, ავტომანქანის მიერ გავლილი მანძილის და დახარჯული საწვავის ოდენობის ანალიზის საფუძველზე;

 

  მოთხოვნები:

 

** საშუალო ან ტექნიკური განათლება;

** მართვის მოწმობა (B, C კატეგორია);

** აუცილებელია ავტომობილების ტექნიკური ასპექტების დონეზე ცოდნა.

 

 

        

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@gfs.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - “ ტრანსპორტის სპეციალისტი - ქუთაისი“, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

 

კომპანია ფუდსერვისში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ფუდსერვისის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა