• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარაგების მენეჯერი ნატახტარში
დამსაქმებელი: ბარამბო 2011
კატეგორია: ლოჯისტიკა/ტრანსპორტი,
ბოლო ვადა: 2014/10/06
მდებარეობა: ნატახტარი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 411 -ჯერ

შპს „ბარამბო“ წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდრტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

„ბარამბო“ ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარაგების მენეჯერის  თანამდებობაზე. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია,  აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

ძირითადი მოვალეობები

  • საწყობში არსებული მარაგების მოძრაობის კონტროლი;  
  • შესყიდვების დეპარტამენტთან კოორდინირებით აწარმოოს :
    • წარმოების გეგმის შესაბამისად საჭირო ნედლეულისა და მასალების შეკვეთა
    • ტვირთების მიღების დაგეგმვა და  მათთვის განკუთვნილი სასაწყობე ადგილის მომზადება.  
  • მარაგების ინვენტარიზაცია ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს;
  • დადგენილი წესების შესაბამისად მარაგების შენახვის კონტროლი;
  • ნედლეულისა და სხვა მასალების შემოსვლისა და ხარჯვის სტატისტიკის წარმოება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:

  • უმაღლესი - ფინანსები,
  • ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა
  • კომპიუტერული პროგრამები--Excel, Word და PowerPoint  მუშაობის გამოცდილება,მაღალ დონეზე ფლობა

პროფესიული გამოცდილება:

  • შესაბამის  სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
  • სტრესულ და სწრაფად ცვლად გარემოში მუშაობის უნარი;
  • სტრატეგიული აზროვნების უნარი;


თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თანდართული სამოტივაციო წერილით ელ.ფოსტაზე არა უგვიანეს  2014 წლის 6 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ადგილმდებარეობა: ნატახტარი

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა