სსიპ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების მასწავლებლის ვაკანტურ (შტატგარეშე) პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: ვებტექნოლოგიების პროფესიული განათლების მასწავლებელი.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სახელმწიფო ენის გამართულად ცოდნა.
** პროფესიული/უმაღლესი განათლება.
** საოფისე პროგრამების და ფაილების მართვის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** "პროფესიული განათლების შესახებ კანონის", „პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის, „პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ ძირითადი პრინციპების ცოდნა.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:
** სფეროში მიღებული პროფესიული/პროფესიული მომზადება/გადამზადება/უმაღლესი განათლება.
** სასწავლო ან/და არასასწავლო დაწესებულებაში მასწავლებლად/ლექტორად/ინსტრუქტორად/ტრენერად მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება.
** შესაბამის სფეროში მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება.
** სფეროში საერთაშორისო სერტიფიკატის/სპეციალური ლიცენზიის ფლობა.
პროფესიული განათლების მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები:
- ზრუნავს პროფესიული სტუდენტის მოტივაციის ამაღლებაზე.
- ამზადებს პროფესიული სტუდენტებს დამტკიცებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად.
3. აფასებს პროფესიულ სტუდენტებს პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად როგორც განმსაზღვრელი ასევე განმავითარებელი შეფასების ფარგლებში.
- ადგენს კალენდარული გეგმას, სასწავლო პროგრამისა და კოლეჯში არსებული ფორმის შესაბამისად.
- ქმნის მოდულის შესაბამისი სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტს, კოლეჯში არსებული ფორმის შესაბამისად და იყენებს მას.
- საჭიროების შემთხვევაში, ნიშნავს და ატარებს სტუდენტებისათვის დამატებითი შეფასებას.
- ინახავს შეფასების შედეგად მოგროვებული მტკიცებულებებს კოლეჯში არსებული ფორმის შესაბამისად.
- ავსებს შეფასების უწყისს, კოლეჯში არსებული ფორმის შესაბამისად და უზრუნველყოფს შედეგების სტუდენტებისათვის გაცნობას.
- საჭიროების შემთხვევაში, ადაპტირებას უკეთებს სასწავლო მასალას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის (მოდიფიკაცია, აკომოდაცია) ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის დახმარებით.
10. მონაწილეობს პროგრამების შემუშავებისა და განვითარების პროცესში.
- ასრულებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, „სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით“ და მასწავლებლის, სპეციალურ სივრცეში განთავსებული განახლებადი, გზამკვლევით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებსა და ვალდებულებებს.
სალექციო თემატიკა
** ვებგვერდის მარკირება და სტილებით გაფორმება ბი (html5 css3);
** ვებგვერდის ინტერაქტივისა და ეფექტების შემუშავება;
** ვებგვერდის მართვის სისტემების (CMS) გამოყენება;
** ვებგვერდის მარკირება Bootstrap-ის სპეციალიზებული ბიბლიოთეკების საშუალებით;
** ვებგვერდის ინტერაქტივისა და ეფექტების შემუშავება Angular-ის საშუალებით.
პროფესიული მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სსიპ კოლეჯ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ მიერ დამტკიცებული მასწავლებლის გეგმიური საათობრივი დატვირთვისა და ღირებულების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატების შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
გასაუბრების ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე შედგენილი CV და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@itvet.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 14 ივლისის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 3
ტელ: 2 200 220 (5204) | ვებ-გვერდი: www.itvet.ge