• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იურისტი
დამსაქმებელი: სანრაისი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2022/07/28
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაოს ტიპი: სრული
ანაზღაურება: 1000 - 1300 ლარი
სამუშაო გამოცდილება 2 წელი
ნანახია: 315 -ჯერ

სამშენებლო დეველოპერული კომპანია შპს „სანრაის“-ი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ბათუმში

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;

** კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი საკითხების შესახებ კონსულტაციების გაწევა;

** კომპანიის სხვადასხვა დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ბრძანებები, წერილები და ა.შ.) მომზადება;

** იურიდიული თვალსაზრისით რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;

** საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების დროული ინფორმირება;

** კომპანიის წარმომადგენლობა, მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობაში;

** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლო ორგანოებში;

** კომპანიის სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის საქმისწარმოების წესით დამუშავება, დაკატალოგება;

** სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

** სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელის მოთხოვნით;

** პრობლემური სიტუაციების და ქეისების ხელმძღვანელისთვის გაცნობა;

** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;

** დადგენილი ძირითადი ბიზნეს ამოცანების შესრულება;

 

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი;

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

** რუსული ენის კარგი ცოდნა;

 

პიროვნული კომპეტენციები:

** გადაწყვეტილების მიღების უნარი;

** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

** დროის მართვის უნარი;

** დამოუკიდებლობა/პასუხისმგებლობა;

** დეტალებზე ორიენტირება;

** შედეგზე ორიენტაცია;

 

ანაზღაურება: 1000-1300 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:  hr@sunrisevilla.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995574700180

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა