• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტექნიკოს-ოპერატორი-ხაშური
დამსაქმებელი: ჯი ეს ენი
ბოლო ვადა: 2022/05/30
მდებარეობა: ხაშური
სამუშაოს ტიპი: სრული
ანაზღაურება: 800 - მდე
ნანახია: 200 -ჯერ

ჩვენ შესახებ

 

“ჯი ეს ენი“ არის წამყვანი ქართული კომპანია, ფისკალური მოწყობილობების, ბიზნეს-სავაჭრო მოწყობილობების და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი 16 ფილიალით. ჩვენ ვართ ერთ -ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც აქვს 11 წლიანი გამოცდილება ქართულ ბაზარზე. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.gsn.ge

 

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ მოტივირებულ პროფესიონალს. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა, ამიტომ ვაფასებთ განსხვავებულობულობას გამოცდილების და იდეების გაზიარების თვალსაზრისით. როგორც ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას, გვაქვს მყარი ტრადიციები და მომავლის სტრატეგიული ხედვა. თუ ეძებთ დინამიურ, გამჭვირვალე, პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, თქვენთვის „ჯი ეს ენი“ შეიძლება საუკეთესო არჩევანი იყოს,

,,ჯიესენი’’ ხაშურში აცხადებს ვაკანსიას  ტექნიკოს-ოპერატორისპოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

არ ვითხოვთ მრავალწლიანსამუშაო გამოცდილებას, სასურველია კანდიდატს გააჩნდეს შემდეგი ცოდნა/კომპეტენციები:

** მიკრო სქემების და ელ. მოწყობილობების მაკომპლექტებლები დეტალების ცოდნა

** სარჩილავის, ტესტერის (ელ. მოწყობილობების შემოწმება) მოხმარების ცოდნა

** სასურველია: პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია და გამართვის ცოდნა

** სასურველია: დრაივერების და დამხმარე პროგრამების ინსტალაციის ცოდნა

** კომპიუტერთან მუშაობის და სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet, e-mail).

** სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ დასაქმებულს უნდა შეეძლოს საკონტროლო სალარო აპარატის ნაწილების იდენტიფიცირება, დაზიანების დიაგნოსტირება, ნაწილების შეცვლა ახლით ან  სხვა პროცედურის ჩატარებას რაც აუცილებელია საკონტროლო სალარო აპარატის გამართულად ფუნქციონირებისათვის.

 

სასურველია :

** ტექნიკური განათლება

** რუსული ან ინგლისურ ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

 

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და მამოტივირებელ სამუშაო გარემოს

** ანაზღაურება 800 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე 30 მაისამდეგამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge  და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის.

 

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან.  კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

 

 

“ჯი ეს ენი“ გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა